მე შიში ვარ

მე შიში ვარ… ჩემში არსებული შიშების გროვა…. ჩემი და სხვისი… შენი და მათი… ყველასი… და ყველაზე კარგად შიშს ვთამაშობ…

ბედნიერების ნამდვილობაზე

ბავშვობიდან მჯერა, რომ ბედნიერება ნამდვილია, როცა სამყაროსთვის გაზიარება შეგიძლია… ჰოდა, ბავშვობაშივე ყველაფერი რაც მიხაროდა, ნანუკასთან და ბებიასთან მიმარბენინებდა…ვუზიარებდი ყველაფერს, რაც შეიძლებოდა გამეზიარებინა, და ჩემთვის გაწვდილ სიკეთეებსაც სამად და ხანდახან ხუთადაც ვყოფდი, მარიამსა და დედიკოსაც რომ შეხვედროდათ…

ინგლისურის გაკვეთილის ჩანაწერებიდან

– მას, შეიძლება შუქი ავანთოთ? – რა თქმა უნდა, განათლებას ყველა კარგად სიტყვა “სინათლე” გამოხატავს… იღიმის და შუქს ანთებს… თავადაც ნათელია… შუქი აინთო, გაკვეთილი დაიწყო… ვსწავლობთ ინგლისურს… საყველპურო ინგლისურსო რომ იტყვიან ჩვენები… ანბანი, კითხვის წესები, დიალოგი და გრამატიკა ჩვენი ყოველდღიურობაა.. გაკვეთილისეული ყოველდღიურობა… ჩემი მოსწავლეების ყოველდღიურობა … Continue reading ინგლისურის გაკვეთილის ჩანაწერებიდან

X≠Y

ბავშვობაში მე ტირილის უფლება მქონდა… შემეძლო ყველაფერზე მეტირა… იმაზე, რაც მქონდა ან არ მქონდა… ჰოდა, ტირილი დავისწავლე… დიდი, გაბმული ტირილი… ტირილებს შორის ამოსუნთქვა, სწავლა, თამაში და ძილიც შევძელი…

Love is just an easy game to play!

სიყვარულობანა ხანდახან უბრალო თამაში მგონია, რომელიც “ცეცხლის ანთებით” იწყება და ვიღაცის მოგებით მთავრდება… და ერთხელ, ამ პროცესში ადრენალინმოჭარბებულ სხეულში გაჩნდება განცდა, რომ თამაში მოიგე ან წააგე… როგორი მძაფრი შეგრძნებაც არ უნდა იყოს ეს მოგება-წაგება, დიდხანს არ გაგრძელდებაო, ამბობენ, მასაც აქვს დასასრული…

პარალელური რეალობა

ამ ზაფხულში კიდევ სიცხე უნდოდა ამ ქალაქს? ჰმ, ალბათ ბევრი ნაყინი ჭამა და ყელი გაუცივდა… ან წვიმაში იარა ბევრი, მერე შეაშრა და კიდევ შემოაწვიმა, მერე კიდევ შეაშრა და გაცივდა… ან ბევრი ირბინა და მერე ცივი წყალი დალია… ვინ იცის… ფაქტი ისაა, რომ სიცხე აქვს…

გამოცხადებული დედლაინების ქრონიკა

მძიმე კვირა მქონდა… სიამოვნებაში გავცვალე საქმე… გამთენიისას ჩავიძინე… და დავტოვე ანგარიშები და საქმეები გაუკეთებლად… დილით გამოუძინებელ თავს ვეჩხუბე… ქვები დავუშინე მყიფე სხეულს და დავამსხვრიე…